logo
ENG



აქციაზე დაკავებები დაიწყო - პოლიციელებმა გიგა მაქარაშვილი დააკავეს [განახლებადი]

18 ნოე 201917:19
3 წუთის საკითხავი
 
tm3p2q2syo2e7vi.jpg

19:07-პრლამენტის წინ პოლიციამ ალეკო ელისაშვილის დაკავება სცადა. სამართალდამცველებს ის ძალის გამოყენებით მიჰყავდათ საპატრულო პოლიციის მანქანისკენ, თუმცა აქციის მონაწილეებმა ის პოლიციის ალყიდან დაიხსნეს.

18:49 - აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანა ჭარხალაშვილი დააკავეს.

18:53 - გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე და ირაკლი ნადირაძე დააკავეს.

18:54 - დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

18:25 აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, აქციაზე დავით გეგიაძე დააკავეს, ხოლო კახა კუნჭულიას ეძებენ.

17:40-"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პოლიციამ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ სირაძე, აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია დააკავეს. ასევე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოაცხადეს, რომ დააკავეს ლეიბორისტული პარტიის წევრები. ამ წუთებში სპეცრაზმი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას წყლის ჭავლით შლის. სპეცრაზმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან უკვე გაათავისუფლა და სამანქანო გზა. 

17:19-პარლამენტის წინ მიმდინარე საპტროტესტო აქციაზე დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ სამართალდაცველებმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 


close დახურვა